საზოგადოება
ივანე ახალციხელის ქუჩაზე სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე გაიხსნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მერიამ, ივანე ახალციხელის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე გახსნა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დასრულებული პროექტი, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მოინახულეს და ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცეს.

ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ფიტნეს-ტრენაჟორების მოწყობაც.
| Print |