ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები აქციას თბილისშიც აანონსებენ
12:46 / 02.06.2022
პროტესტის მესამე დღე ბორჯომის ქარხანაში. ქარხნის თანამშრომლები აქციების თბილისში გამართვას აანონსებენ. მათი თქმით დიდი ხანია "სასიამოვნო სიახლეს" ელოდებიან, რაზეც აქამდე პასუხი არ მიუღიათ. პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის განცხადებით, გაფიცულები ყველა რესურსს გამოიყენებენ აქციების ორგანიზებისთვის.