საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა კულტურის სახლთან შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომის ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა კულტურის სახლთან ტრანსფარანტებით გადაინაცვლეს და შესასვლელი ჩაკეტეს.

ამის მიზეზი "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციის და თვითმმართველობის პირველი პირების შეხვედრა გახდა. გაფიცულები ამ გზით ცდილობენ მათთან შეხვედრას და გასაუბრებას.

შეგახსენებთ, რომ მუშები საპროტესტო აქციებს 29 აპრილიდან მართავენ, მას შემდეგ, რაც ქარხანამ მუშაობა შეაჩერა და დასაქმებულებს ახალი პირობები შესთავაზა, რაზეც თანამშრომლების ნაწილი არ დასთანხმდა. ამის შემდეგ საქმეში მედიატორი ჩაერთო და მხარეებმა პრობლემის მოგვარება მედიაციის გზით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მუშების განცხადებით ადმინისტრაცია მათზე მუქარას და შანტაჟს ახორციელებდა. 31 მაისიდან კი გაფიცულებმა უვადო პროტესტის ფორმას მიმართეს. დღეს მუშებმა განაცხადეს, რომ აქციები დედაქალაქშიც გაიმართება.
| Print |