საზოგადოება
პროექტის "ეს ქვეყანა შენია"-ს ფარგლებში ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული კონკურსის "ეს ქვეყანა შენია"-ს პრეზენტაცია გაიმართა. საჯარო შეხვედრაზე შეკრებილ ახალგაზრდებს კონკურსისა და სამოქალაქო საზოგადოებაში მათი როლის შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ: ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე და პროექტ "ჩართე"-ს წარმომადგენელი მარიამ მჭედლიშვილი. მათი განმარტებით, კონკურსი ახალგაზრდებს საკუთარი პრობლემების შესახებ მსჯელობასა და გადაჭრის გზების ძიებაში დაეხმარება. გარდა ამისა, სამომავლოდ ისინი დიდი პრობლემების მოგვარებაში თავიანთი როლის დანახვას შეძლებენ.
| Print |