საზოგადოება
ვალის გზაზე ქარმა ხე მოგლიჯა, გათიშულია ელექტროენერგია
ვალის გზაზე ქარმა ხე ფესვიანად მოგლიჯა და გზის პირას გდია. ხე სავალ ნაწილს არ ხერგავს, შესაბამისად, მოძრაობა შეფერხებული არ არის. ამ წუთებში ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ვალეში ახალციხის მერის წარმომადგენლის, ალიკა გოზალიშვილის თქმით, ძლიერი ქარი იყო, რის შემდეგაც დენი გაითიშა.

"ამ წუთებში ელექტროენერგია არ გვაქვს. ძლიერი ქარი იყო, ქარიშხალი იყო. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს ჯერ, ვაზუსტებ" - აცხადებს ალიკა გოზალიშვილი. 

ვცდილობთ "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდეთ, თუმცა ჩვენს ზარს არ პასუხობენ.
| Print |