საზოგადოება
გაფიცვის მეოთხე დღე "ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანასთან

გაფიცვის მეოთხე დღე "ბორჯომის" პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან. დილიდან ქარხნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. მიუხედავად ამისა, მუშებმა სატვირთო მანქანა ქარხანაში არ შეუშვეს. გაფიცულ თანამშრომლებს მძღოლებიც შეუერთდნენ.

ასობით თანამშრომელი, "აიდიეს ბორჯომი საქართველოს" ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობს. მათი თქმით, მედიაციის სამკვირიან პროცესს და მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყვა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ პროტესტის ამ ფორმას მიმართონ. თუ ხელისუფლება არ ჩაერთვება ქართული, ეროვნული ბრენდის გადარჩენის საკითხში და არ დაკონკრეტდება რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრის დაანონსებული სასიამოვნო სიახლე, ასობით მუშა თბილისში, კანცელარიასთან გადაინაცვლებს და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას საპროტესტო აქციებით შეეცდება.

გაფიცვა უვადოა და შეწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
| Print |