საზოგადოება
გაფიცულებმა ღამე ქარხანასთან გაათენეს - აქციის მეხუთე დღე ბორჯომში
პროტესტის მეხუთე დღე დაიწყო ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან. გაფიცულმა მუშებმა ღამე მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს. მიზეზი გახდა კომპანია "აიდიეს ბორჯომი საქართველოს" გუშინდელი მცდელობა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე შეეყვანა სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მინერალური წყლების დისტრიბუციას განახორციელებდნენ. ტრაილერების მძღოლების ნაწილი უკვე შეუერთდა გაფიცულ მუშებს და უარი თქვა გაფიცულებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს განემარტა, რას გულისხმობდა მისი განცხადება მოსალოდნელი სასიამოვნო სიახლის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ გაფიცვა უვადოა, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გაფიცვის პარალელურად, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნიდან გათავისუფლებული 50 თანამშრომელი სარჩელს ამზადებს. ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას სასამართლოს გზით შეეცდებიან. ამის გარდა, მუშები ითხოვენ, რომ კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს ქონება დაყადაღდეს იქამდე, სანამ 250-მდე თანამშრომელს აპრილის თვის ანაზღაურებას არ ჩაურიცხავენ.
| Print |