საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის გაფიცულ მუშებს გურიიდანაც შეუერთდნენ

პროტესტის მე-6 დღე ბორჯომში. პროფკავშირების წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის განცხადებით, ხვალ დილის 7 საათიდან ქარხნის სამივე შესასვლელს გადაკეტავენ და ადმინისტრაციას შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ, იქამდე სანამ აპრილის თვის ხელფასი არ დაერიცხებათ.

გაფიცულებს გურიიდანაც შეუერთდნენ. ფქვილის საწარმო "გურია ექსპრესის" ათამდე თანამშრომელი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ბორჯომში ჩავიდა. ისინი აცხადებენ, რომ ერთი წლის წინ იგივე გზა მათაც გაიარეს, ამიტომ გადაწყვიტეს ბორჯომელების გვერდში დგომა.

შეგახსენებთ, რომ უვადო გაფიცვა ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა 31 მაისს დაიწყეს.
| Print |