საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა

გაფიცვის მე-7 დღეს, ბორჯომის პირველი და მეორე ქარხანა პიკეტირებულია. მუშები შესასვლელებთან დილით, 7 საათზე შეიკრიბნენ. ქარხანასთან უპრეცედენტოდ ბევრი სამართალდამცველია მობილიზებულია, როგორც საპატრულო, ისე დაცვის პოლიცია. მათ მუშებმა მიმართეს, რომ არ დადგნენ კომპანიის მხარეს და ხელი არ შეუშალონ ქარხნების პიკეტირებაში.

დილითვე მოხდა მცირე ინციდენტი, პოლიციამ მუშებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თუმცა გაფიცულებმა უარი განაცხადეს. ქარხანაში შესხვლა მოახერხა რამდენიმე თანამშრომელმა ადმინისტრაციიდან, მათი უმეტესობა მენეჯერები იყვნენ. ქარხნის დანარჩენმა დასაქმებულებმა უარი თქვეს შენობაში შესვლაზე მათ შორის იყვნენ ლაბორანტები.

გაფიცული მუშების მიზანია, არ შეუშვან ადმინისტრაციის თანამშრომლები ქარხანაში. ისინი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღეს. მათი ინფორმაციით, კომპანია “აიდიეს ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციას სხვა რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოჰყავს მუშები, რათა ჩაანაცვლოს ქარხნის გაფიცული თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ქარხნის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს, "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი, გუშინ გამოეხმაურა.
| Print |