საზოგადოება
"IDS ბორჯომი საქართველო" განცხადებას ავრცელებს
"IDS ბორჯომი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით ბორჯომის ქარხანა მუშაობას მცირე დატვირთვით მაინც აგრძელებს.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას ჯერჯერობით არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია.

რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“
- აცხადებენ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს", საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაფიცვის მე-7 დღეა და ქარხნის სამივე შესასვლელი პიკეტირებულია. დილიდან პოლიციასა და გაფიცულებს შორის მოხდა მცირე ინციდენტიც.
| Print |