საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დაიწყო
მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დაიწყო. ივნისის თვეში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, 7 სოფელში განხორციელდება. ესენია:

ახალციხის სოფლები: აგარა და ფერსა;
ადიგენის სოფლები: უდე, ლელოვანი და სამყური;
ასპინძის სოფლები: ოთა და დამალა.

მიდინარე წლის სექტემბერში სამუშაოები დაგეგმილია ქალაქ ბორჯომში, ხოლო ნოემბერში - ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სოფელ დილისკაში.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://slr.napr.gov.ge/uploads/gegmagrafiki.pdf

2022-2024 წლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში უნდა განახორციელოს. სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე შემდეგ მომსახურებებს მიიღებენ:

• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
• სანოტარო მედიაცია;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

| Print |