საზოგადოება
ქარხანასთან დილიდან ვითარება სამჯერ დაიძაბა - აქციის მე-8 დღე ბორჯომში

პროტესტის მე-8 დღე ბორჯომში ხმაურით დაიწყო. პროფკავშირების წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის თქმით, ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციამ უკვე სამჯერ სცადა აქციის მონაწილეების პროვოცირება.

დიასამიძე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ბორჯომის თანამესაკუთრე სახელმწიფო გახდა.

დილანდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა კომპანიის ადმინისტრაციაც.
| Print |