საზოგადოება
ვარძიაში ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში თსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, მსოფლიოს 10 ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თსუ-ის ინფორმაციით, ქართველებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებმა აშშ-დან, შოტლანდიიდან, ინგლისიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მოზამბიკიდან და სომხეთიდან უახლესი სამეცნიერო არქეოლოგიური კვლევები წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები განიხილეს.

წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა მესხი განმანათლებლების - ივანე გვარამაძის, მიხეილ თამარაშვილის და პეტრე ხარისჭარაშვილის საქმიანობას.

ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.

| Print |