საზოგადოება
"ჭიათურელი მაღაროელები გიცხადებთ სოლიდარობას" - მხარდაჭერა გაფიცულებს

ბორჯომის ქარხნის მუშებს სოლიდარობას სხვადასხვა ქალაქებიდან უცხადებენ. პროტესტის მე-9 დღეს ბორჯომში ბორჯომში, გაფიცული მუშების სოლიდარობის გამოსახატად რამდენიმე ქალაქის პროფკავშირების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

ქარხნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი გამოცდილება მათ საწარმოებსაც აქვთ და შესაბამისად ყველაზე კარგად ესმით ბორჯომელი გაფიცულების.

შეგახსენებთ, რომ ორდღიანი შეხვედრებისა და მედიაციის პროცესის მიუხედავად, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის 7 ივნისს შეთანხმება ვერ შედგა, გაფიცულებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომპანია თანამშრომლებს ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოწერას სთავაზობს და 2023 წლიდან ჰპირდება, რომ ძველ ხელშეკრულებებზე გადასვლის საკითხს განიხილავენ.
| Print |