საზოგადოება
ბორჯომის ქარხანაში ადმინისტრაციას ავტომობილებით არ შეუშვებენ - გაფიცვის მეათე დღე
გაფიცვის მე-10 დღე ბორჯომში. ქარხნების პიკეტის მეოთხე დღეს, გაფიცულმა მუშებმა გადაწყვიტეს, გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი ქარხნის ტერიტორიაზე ავტომობილებით აღარ შეუშვან. ისინი ადმინისტრაციას სთავაზობენ, ეზოში ფეხით შევიდნენ.

დილის 7 საათიდან ელიან ხელმძღვანელობას, მაგრამ ადგილლზე არავინ მისულა. მუშების ინფორმაციით, ქარხანა სრულად დაიკეტა და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანიის წილების ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში არ გადავა. ორდღიანი უშედეგო შეხვედრების შემდეგ, მედიაციის პროცესი არ გაგრძელებულა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ბორჯომის ქარხნის მუშებს სოლიდარობას სხვადასხვა ქალაქებიდან გამოუცხადეს. ბორჯომში გაფიცული მუშების სოლიდარობის გამოსახატად რამდენიმე ქალაქის პროფკავშირების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

| Print |