საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის მუშებთან სახალხო დამცველი მივიდა
საქართველოს სახალხო დამცველი ბორჯომის ქარხნის გაფიცული მუშების საკითხს სწავლობს. ნინო ლომჯარია აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ მოვიდა. ომბუდსმენი ამ წუთებში ეცნობა ორივე ქარხნის თანამშრომლების მთავარ პრობლემებს.

გაფიცულები ამბობენ, რომ ქარხნის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი აქვს დისკრიმინაციის არაერთ შემთხვევას და ამ ყველაფერზე ომბუდსმენს მოუყვებიან.

აქციის პარალელურად, იწყება სამართლებრივი ბრძოლა. პროფკავშირები სარჩელს ამზადებს, რომელსაც სასამართლოში რამდენიმე დღეში შეიტანენ. 50 გათავისუფლებული ითხოვს სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას, ამასთან, უხელფასოდ დარჩენილი მუშებიც სასამართლოს გზით შეეცდებიან შრომის ანაზღაურების მიღებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაფიცვის მე-10 დღეა. გაფიცულმა მუშებმა გადაწყვიტეს, გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი ქარხნის ტერიტორიაზე ავტომობილებით აღარ შეუშვან. ისინი ადმინისტრაციას სთავაზობენ, ეზოში ფეხით შევიდნენ.
| Print |