საზოგადოება
ახალციხეში ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია
ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ე.წ ვერიპლანის დასახლებაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ცეცხლი ორსართულიან სახლს უკიდია. მცირე დაზიანებები აქვს მიღებული ერთ პირს. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

"მეცხრე არხი" აზუსტებს დეტალებს.
| Print |