საზოგადოება
"ჩვენი უფროსობა ჩვენი ხელფასივით გაქრა" - პროტესტის მე-11 დღე ბორჯომში

ბორჯომში საპროტესტო აქცია გრძელდება. ჩამომსხმელი ქარხნების ასობით მუშა მე-11 დღეა გაფიცულია. მათი მთავარი მოთხოვნებია გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ორი თვის სახელფასო დავალიანების დარიცხვა, რომელსაც 250-მდე პირი ამ დრომდე უშედეგოდ ელის, ასევე ძველი ხელშეკრულებებით მუშაობის გაგრძელება.

უშედეგოდ ჩავლილი სამედიტაციო შეხვედრების შემდეგ, გაფიცულთა მოთხოვნებს კიდევ ერთი დაემატა - მოქმედი მენეჯმენტის გათავისუფლება. ხუთი დღეა ორივე ქარხანა პიკეტირებულია. სამსახურში აღარც მენეჯმენტი დადის.
| Print |