საზოგადოება
10 ადგილი სამცხე-ჯავახეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ
ზაფხულის სეზონის მოგზაურობისთვის საუკეთესოა. მოგზაურობა კი სამცხე-ჯავახეთიდან იწყება. გთავაზობთ 10 ულამაზეს ლოკაციას, სადაც დაუვიწყარ მოგონებებს შეაგროვებთ.

აბასთუმანი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდინარე ოცხის ხეობაში. აბასთუმანი გამოღჩეულია საოცარი ბუნებით, სუფთა ჰაერით და სამკურნალო გოგირდოვან აბანოებით. აქვეა უძველესი აბასთუმნის ობსერვატორია, რომელსაც შეგილიათ დღის და ღამის ნერბიმერ მონაკვეთში ესტუმროთ, დააკვირდეთ პლანეტების მოძარობას და დატკბეთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით. აბასთუმნის მონახულება ყველა სეზონზე შეგიძლიათ, თუმცა განსაკუთრებით საოცარი მაისის თვეში, წიწვოვანი ხეების დამტვერვის პერიოდშია.
აბულის მთა მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. სამარის ქედზე. მთის სიმაღლე 3301 მეტრია. აბულის მთა ჩამქრალი ვულკანია. ვულკანურ კონუსს სიძველისა და დიდი სიმაღლის გამო დაკარგული აქვს წესიერი ფორმა. მთის უმეტესი ნაწილი შემოსილია ალპური მდელოებით. აბულის მთა საუკეთესო ადგილია ლაშქრობის მოყვარულებისთვის და მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები იზიდავს.
მწვანე მონასტერი, იგივე ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. ეკლესია მონასტერი IX საუკუნით თარიღდება. მწვანე მონასტერი ბორჯომის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და ყველა სეზონზე საინტერესო სანახავია.
ვარძია სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათია. კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში. ვარძია ყოველ ჯერზე აოცებს მნახველებს და ამოგზაურებს ოქროს ხანის პერიოდში.
ზარზმის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. ზარზმის მონასტრის საძვალეში ინახება მონასტერში მოღვაწეთა ნაწილები. მათ შორის ასევე არის უხრწნელი გვამიც.
ახალციხის ციხე (რაბათი)მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე, რომელიც საუკუნეების წინ, ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. 2011-2012 წლებში მოხდა ციხის რეკონსტრუქცია. ახალციხის ციხეს წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ ესტუმროთ.
საფარის მონასტერი, შუა საუკუნეების ქართული მონასტერია. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არაუგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან. საფარის მონასტერი ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა განსაკუთრებულ ელფერს შემოდგომით იძენს, როცა ტყე სხვადასხვა ფერად იღებება.
ფარავნის ტბა ვულკანური ტიპის ტბაა და მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 სიმაღლეზე. ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. გაყინულ ფარავნის ტბას ზამთრობით სათევზაოდაც იყენებენ. არაჩვეულებრივი ხედები იშლება ტბის გარშემო. ტბა წელიწადის ყველა დროს მიმზიდველია და თვალწარმტაცი.
ხერთვისის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ხერთვისის ციხე ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია რეგიონში.
წუნდის ტბა რეგიონში მდებარეობს ტბა, რომელიც "თამარის სარკის" სახელით არის ცნობილი. ლეგენდის თანახმად, თამარ მეფე, რომელიც ამ მხარეს ხშირად სტუმრობდა, ტბის ანკარა წყალში იცქირებოდა და თმას ივარცხნიდა. ლეგენდის შესახებ, თითქმის ყველა ადგილობრივმა იცის და ისტორიას სიამაყით იხსენებს. ულამაზესი გარემო და გაშლილი ხედები ძალიან მიმზიდველს ხდის წუნდის ტბას ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულთათვის.ტბასთან ახლოს მდებარეობს თმოგვის ციხე, რომელიც საქართველოს სათავდაცვო ნაგებობათა შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ძეგლია.

| Print |