საზოგადოება
"შემცირდა ნაკლებად ეფექტური ცვლა" - რა წერია დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სამსახურიდან გაშვების დასაბუთებული გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდა. კომპანიის წერილში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის დროს, სამსახურიდან გაუშვეს ის ჯგუფები, რომლებიც სამსახურს აცდენდნენ და არაეფექტურად მუშაობდნენ.

,,რეორგანიზაციის პირველი ეტაპის შედეგად შემცირდა ერთი ცვლა მთლიანად. ცვლის შერჩევა მოხდა ეფექტურობის გათვალისწინებით. შემცირდა ნაკლებად ეფექტური ცვლა, რომელიც ნაკლებს ტვირთავდა და რომლის მუშაკებიც უფრო მეტად აცდენდნენ სამსახურ სხვადასხვა მიზეზის გამო"
- ნათქვამია "IDS ბორჯომი საქართველოს" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მუშები ადმინისტრაციას სთხოვენ, ამოიღონ წარმოების დოკუმენტები და დაამტკიცონ, რომ სამსახურს აცდენდნენ. პარალელურად, მზადდება სარჩელი, რომელსაც გათავისუფლებულები სასამართლოში ხვალ შეიტანენ და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

ბორჯომში პროტესტი გრძელდება. გაფიცვის მე-14 დღეს, ორივე ქარხნის შესასვლელი კვლავ პიკეტირებულია. ადმინისტრაცია დამატებით განმარტებას არ აკეთებს.
| Print |