საზოგადოება
"ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები" - ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ბორჯომის ქარხნის გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ბორჯომის ქარხნის აქციები უსასყიდლოდ გადაეცემა და გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა.

"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე.

ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ მთავრობა გახდება ბორჯომის, ეროვნული სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა რომელიც ბორჯომის თანამშრომლებს ჰქონდათ ფუნქციონირებაში მოიხსნება.

არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და არ დარჩება სიმართლის გარეშე"
- განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

| Print |