საზოგადოება
"IDS ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს
2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, "IDS BORJOMI International"-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს.

შეთანხმების შედეგად:

• მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება "IDS BORJOMI International"-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.
• "IDS BORJOMI International"-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება.
• "IDS BORJOMI International"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.

„IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.
| Print |