საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ბორჯომში ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისისა და ქუთაისის შემდეგ ბორჯომში წარადგინა. რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.

უწყების ინფორმაციით, ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი "მობილური იუსტიციის სახლი"; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა "PROBBOX"; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში და სხვა.

ანგარიშის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
| Print |