საზოგადოება
ახალქალაქის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 20 ივნისს 10:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტის სოფლებში ვაჩიანსა და ოკამში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |