საზოგადოება
ახალციხის პირველმა პირებმა საზოგადოებრივი დარბაზის რეკომენდაციები მოისმინეს

ახალციხეში საზოგადოებრივი დარბაზის პირველი სხდომა გაიართა. დარბაზის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტები, რომელზეც ხშირად საზოგადოებამ არაფერი იცის. ან პირიქით, არსებობს მოსაგვარებელი პრობლემები, რომლის შესახებაც ინფორმაცია რატომღაც ხელისუფლებამდე ვერ მიდის. ამიტომ დარბაზის წევრების თქმით, ისინი ისეთი საკითხების წამოჭრას ეცდებიან, რომელიც ხელისუფლების მუშაობას უფრო ნაყოფიერს გახდის.
| Print |