საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის გაფიცულები ადმინისტრაციას ხვდებიან
ბორჯომში, ქარხნის თანამშრომლების გაფიცვის 21-ე დღეს, მუშებს ადმინისტრაცია ხვდება. გაფიცულებთან საუბრის სურვილი გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა გამოთქვა.

პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის ასობით მუშა, გაფიცვის შეწყვეტისთვის 50 გათავისუფლებულის სამსახურში აღდგენას, აპრილის და მაისის ხელფასების დარიცხვას და მუქარასა და შანტაჟში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლებას ითხოვს. მანამდე პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებმა გაფიცულებთან გამართეს შეხვედრა, თუმცა მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მუშების თქმით, კომპანიამ და მთავრობამ მათი არც ერთი მოთხოვნა გაითვალისწინა, გაფიცულებს კი დათმობა და პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვეს.

მუშების განცხადებითვე, ზეპირსიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. კომპანია სახელფასო დავალიანების ჩარიცხვას დღეს აპირებს. ასევე, სამსახურში აღდგენას ჰპირდებიან 48 გათავისუფლებულს, ორი მათგანის დაბრუნებაზე კომპანია უარს აცხადებს.
| Print |