საზოგადოება
სოფელ ზანავში, ოთხი სოფლის აღსაზრდელებისთვის, საბავშვო ბაღი გაიხსნა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა 100 ბავშვზეა გათვლილი და ის ოთხი სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება.

საბავშვო ბაღის მშენებლობა იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსდა. პროექტის თანადამფინანსებლები არიან World Vision-საქართველო და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია. იაპონიის საელჩოს გრანტის მოცულობა 72 607 აშშ დოლარია. ამ თანხით აშენდა შენობა-ნაგებობა, ხოლო შიდა სარემონტო სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მმერია დააფინანსა. საბავშვო ბაღი ინვენტარითWorld Vision საქართველომ აღჭურვა. დამატებით, World Vision საქართველო უზრუნველყოფს საბავშვო ბაღის პედაგოგების გადამზადებასაც.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ბაღის გახსნის ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართველოში, „World Vision-საქართველოს“ დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამას, 1998 წლიდან დღემდე, საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი აქვს დაფინანსებული, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.
| Print |