საზოგადოება
ასპინძაში სოფლები დაისეტყვა

რუსა ზაზაძის ვიდეო

ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, სეტყვა ნაქალაქევსა და თმოგვში დაფიქსირდა. ადგილობრივების თქმით, სტიქია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მსხვილმა სეტყვამ ხე-ხილი, ნათესები და ნარგავები დააზიანა. 

,,სეტყვა დაახლოებით საღამოს 7-ზე ან 8-ის ნახევარზე მოვიდა. 10-20 წუთი გრძელდებოდა. ნალექი ახლაც შემორჩენილია" - განუცხადა "მეცხრე არხს" ნაქალაქევში მცხოვრებმა ბესიკ ბერიძემ. 

დააზიანა თუ არა სტიქიამ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები, ამ კითხვით ასპინძის მერს როსტომ მაგრაქველიძეს მივმართეთ. მისი თქმით, მცირე სეტყვა ამ ორ სოფელში დაფიქსირდა და მას სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.

"იყო მცირეოდენი სეტყვა. თქვენც გქონიათ ინფორმაცია, მე რაღას მირეკავთ? არ იყო სხვა სოფლებში. იყო წვიმა. მე როგორც მაქვს ჩემი წარმომადგენლებისგან ინფორმაცია, იყო მცირეოდენი, მასე ასპინძაშიც შემოურია მცირეოდენი წვიმის დროს სეტყვა. მაგრამ როგორც ასეთი, დაბაში და სხვა სოფლებში არსად არაფერი არ დაუზიანებია" - განუცხადა "მეცხრე არხს" როსტომ მაგრაქველიძემ.
| Print |