საზოგადოება
საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო იქმნება
საქართველოში ახალი სსიპ - კურორტების განვითარების სააგენტო იქმნება. ამის შესახებ მთავრობის 20 ივნისის დადგენილებიდან ირკვევა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამასთან, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

დადგენილების თანახმად, სააგენტოს დაფუძნება 2022 წლის 15 ივლისიდან უნდა მოხდეს.
| Print |