საზოგადოება
"ერთად ევროპული მომავლისთვის" - ახალცხეში აქცია გაიმართა

ევროპა ჩვენი არჩევანია - ახალციხელები ამ ფრაზის გარშემო გაერთიანდნენ და მშვიდობიანი აქცია გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრები და რიგითი ადგილობრივები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ამ ფორმით დააფიქსირეს მათი სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ევროპა არის თავისუფალი სასამართლო, ადამიანის დაცული უფლებები, გამართული და ძლიერი განათლების სისტემა, ღირსეული სიბერე, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ახალციხეში საზოგადოების აქტიური წარომადგენლების შეკრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დემოკრატ-მესხთა კავშირის" წევრმა ჯაბა ნათენაძემ დააორგანიზა. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაანონსდა.

მსგავსი შინაარსის აქცია დღეს თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართა. ევროპული არჩევანი მოქალაქეებმა 20 ივნისს, რუსთაველზე მასშტაბური აქციით დააფიქსირეს.
| Print |