საზოგადოება
2022 წლის საპატიო ახალციხელები 30 ივნისს გამოვლინდებიან

დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაული. კულტურული და სპორტული ღონისძიებების გარდა, 30 ივნისს საპატიო ახალციხელებსაც გამოავლენენ. კულტურის სამსახურის ინფორმაციით, წელს საპატიო ახალციხელის ნომინაციაზე ოთხი პირი იყო წარდგენილი, კომისიამ მათგან სამი შეარჩია. მათ 30 ივნისს ახალციხის ციხეზე დააჯილდოებენ.

კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს. ასევე მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. საპატიო მოქალაქეს 18-კაციანი კომისია არჩევს, რომელიც თვითმმართველობის პირველი პირებისგან და წინა წლების საპატიო ახალციხელებისგან შედგება.

ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან აღდგა.
| Print |