საზოგადოება
„ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა ავტომობილების და მგზავრების გატარება დაიწყო
„ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო ავტომობილებისთვის, საბაჟო კონტროლის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჯერ არ დასრულებულა საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე" სამშენებლო სამუშაოები, ამიტომ თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით, მსუბუქი ავტომობილების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები უნდა განახორციელონ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ") მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,,ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო საბაჟო კონტროლის პროცედურები.

| Print |