საზოგადოება
ახალციხის ციხეზე, კამპანიის „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

კანტის აკადემიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის კამპანიის „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“ დასკვნითი შეხვედრა და იდეათონი ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

კამპანია კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების საპასუხოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს 5 რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხორციელდება, მასში1 500-მდე პირი მონაწილეობს. ინიციატივის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჰიგიენის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მეშვეობით მოზარდებში პანდემიის გავრცელების პრევენცია.

ინიციატივის ფარგლებში, 13-დან 18 წლამდე მოზარდებს უტარდებოდათ ტრენინგები. პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა იდეათონები, სადაც ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნიდან გამომდინარე გუნდურად წარადგინეს იდეები, რომლებიც დაკავშირებული იყო ჯანსაღი ცხოვრების წესთან.

დასკვნით შეხვედრას იუნისეფის ხელმძღვანელი, კანტის აკადემიის დამფუძნებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
| Print |