საზოგადოება
45 წლის ხათუნა სამსონიძის დასახმარებად ახალციხეში, დღეს, სისხლის ბანკი ჩამოდის
ახალციხელ ხათუნა სამსონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას 45 წლის ასაკში სიმსივნე დაუდგინდა. ოპერაციიის დაგვიანების გამო, მდგომარეობა გაურთულდა. ამ დროისთვის მას სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს. ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა დაავადება აგრესიული ფორმით ისევ ვითარდება. ოპერაცის მსვლელობისას პაციენტს თირკმელი გაეთიშა და დიალეზზე იმყოფება.

დღეს, 30 ივნისს, რაბათში, ხათუნა სამსონიძის დასახმარებლად, მ. იაშვილის სახელობის  კლინიკის სისხლის ბანკი ჩამოდის. მსურველებს დონაციის აქციაში მონაწილეობის მიღება 11:00 საათიდან შეეძლებათ. ყოველი მოხალისის მიერ გაღებული სისხლის სანაცვლოდ, თანხა ხათუნა სამსონიძის დასახმარებლად გადაირიცხება. აქცია ახალციხის ციხის ქვედა ტერიტორიაზე გაიმართება. 

"გთხოვთ, ყველას. დაგვეხმაროთ, თუნდაც 1 ლარით, რათა დროულად მოხდეს საზღვარგარეთ სწორი და დროული მკურნალობა. დრო ძალიან ცოტა გვაქვს გთხოვთ, ყველამ ერთად გადამირჩინოთ და"
- წერს ხათუნა სამსონიძის და სოფი სამსონიძე.

საქართველო ბანკისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ პირადი ნომრის საშუალებით: 11001029344 - მიმღები სამსონიძე სოფიკო.
| Print |