საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივლისს 11:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე.

16:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში: ასპინძის, ზარზმელის, კოსტავას, ვარძიის, თამარაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის, სააკაძის, პეტრიწის, საფარის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმ. დავით და კონსტანტინეს, სარაჯიშვილის, გამსახურდიას ქუჩებზე და სოფლებში: ანდაში, ღრელსა და ანდრიაწმინდაში.

13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვა, გომანი, ბუღაშენი, ბალხო, ზაკვი, ტრკნა, კოთელია, ვაჩიანი. 13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, აბული, ბუზავეთი, თახჩა.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ, სათხა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |