საზოგადოება
საპენსიო ფონდი შესაძლოა გაკოტრდეს
საპენსიო ფონდი შესაძლოა წაგებაზე გავიდეს ან საერთოდ გაკოტრდეს, 1 285 000 მოქალაქის მიერ ფონდში ყოველთვიურად შეტანილი თანხა კი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად სააგენტო ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს ასახელებს.

მოქალაქეების მიერ ფონდში შეტანილი თანხა ყოველდღიურად სულ უფრო უფასურდება. საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ მათ უკვე შეიმუშავეს დაზღვევის მექანიზმები თუმცა, მის ეფექტურობას ეკონომისტები ეჭვქვეშ აყენებენ.

საპენსიო ფონდში განმარტავენ, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევების ბრალია. ეკონომისტები კი თვლიან, რომ რიგ შემთხვევებში, მექანიზმები, რომლებსაც სააგენტო წარადგენს, არ მუშაობს. 

mtavari.tv
| Print |