საზოგადოება
"თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართულ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდნენ

 

ორ ივლისს, დედაქალაქში დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. პრორუსული "ალტ-ინფოსა" და მის მიერ დაარსებული პარტიის წევრები აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდანაც.

ახალციხის „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები თბილისში დილით, 08:00 საათზე გაემგზავრნენ. 20-მდე ადგილობრივი ახალციხის ოფისიდან შეიკრიბა და ორი სამარშრუტო ტაქსით თბილისში წავიდა. მხარდამჭერებმა „მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთეს.

 


| Print |