საზოგადოება
რატომ არ უნდა მიირთვათ ტოსტერში გამომწვარი პური?
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.

აკრილამიდის გენოტოქსიკურობა და მის მიერ დეენემის დაზიანების უნარი ცხოველებზე ჩატარებული არაერთი კვლევითაა დადასტურებული. ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტები არ ჩატარებულა, მაგრამ ეფექტის იდენტურობა სავარაუდოა. 

კანცეროგენული აკრილამიდი წარმოიქმნება ისეთი პროდუქტების ძლიერი გაცხელებისას, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებითა და ამინმჟავა ასპარაგინით. აკრილამიდი 120 გრადუსი ტემპერატურის პირობებში იწყებს წარმოქმნას. 

რა დოზითაა ის მავნებელი, ჯერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტოსტერში გაცხელებული პურის ერთხელ ჭამა ვერაფერს დაგაკლებთ, თუმცა, რისკი მნიშვნელოვნად იმატებს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, თუ თქვენ მას რეგულარულად მიირთმევთ.

palitranews.ge
| Print |