საზოგადოება
ხარის თავდასხმის გამო 52 წლის მამაკაცი კომაშია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში, საძოვარზე ხარი მწყემსს თავს დაესხა.

რადიო "ნორის" ინფორმაციით, დაშავებული სოფელი დიდი არაქალის მკვიდრია.

52 წლის მამაკაცი სხვადასხვა მოტეხილობით თბილისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებული კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
| Print |