საზოგადოება
ნინოწმინდის სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 23:03 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება იყო. მიწისძვრის სიდიდე 3.9 (ml) მაგნიტუდას შეადგენდა.

დღეს, 11 ივნისს საქართველოში მიწისძვრა უკვე მეცხრედ მოხდა. პირველი მიწისქვეშა ბიძგები სეისმოლოგებმა 07:36 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან დააფიქსირეს.
| Print |