საზოგადოება
ერთ თვეში თუ სამ თვეში - როდის დასრულდება ახალციხის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია?
ახალციხის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის დაწყებიდან რვა თვეზე მეტი გავიდა, ქალაქის ერთადერთი რეკრეაციული სივრცე კი კვლავ მოუწესრიგებელია.
დაწყებული და შეფერხებული სამუშაოების გამო მოსახლეობას გადაადგილება უჭირს, დეპუტატების ნაწილი კი ითხოვს პროექტის ბიუჯეტი აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს.
გაჭიანურებული სამუშაოები ადგილობრივ ოპოზიციაში კორუფციის ეჭვებს აჩენს. როდის დასრულდება პარკის რეაბილიტაცია - ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.