საზოგადოება
„ეთნოსები საქართველოში“ და „რელიგიები საქართველოში“ - ახალციხეში წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

ახალციხეში სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების „ეთნოსები საქართველოში“ და „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნები მოგვითხრობს საქართველოში არსებულ ეთნიკურ ჯგუფებსა და რელიგიებზე, მათ კულტურაზე, ტრადიციებზე, ფოლკლორსა და წეს-ჩვეულებებზე.

ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას წიგნები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარუდგინა და იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს აწუხებთ.

მსგავსი ტიპის წიგნები პირველად 2009 წელს გამოიცა, 12 წლის შემდეგ კი განახლდა. წიგნი ტოლერანტობის ცენტრმა USAID-ის პროექტის „PITA”-ს ფარგლებში გამოსცა. მასზე მეცნიერებმა იმუშავეს.
| Print |