საზოგადოება
როგორია უმუშევრობის დონე საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
კორონავირუსის პანდემიის შედეგად ლოკდაუნებმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენელება გამოიწვია - ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, დაიხურა ბიზნესები და ამ ყველაფერმა უმუშევრობის დონეზეც იმოქმედა.

რუსულმა სამხედრო აგრესიამ უკრაინაში რთული ეკონომიკური კონიუნქტურა კიდევ უფრო მეტად გაართულა, ქვეყნები რეკორდულ ინფლაციას ებრძვიან, მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ და რეცესიის საფრთხეც არც თუ ისე არარეალურია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია უმუშევრობის დონე საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში და გთავაზობთ ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მონაცემებს.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ყველაზე მაღალი უმშევრობის დონე რეგიონში 2021 წელს სომხეთში იყო, საქართველო კი მეორე ადგილს იკავებდა. უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე რეგიონში გასულ წელს რუსეთში იყო.
| Print |