საზოგადოება
ახალციხეში "ნატოს" სამეკავშირეო ოფისის შეხვედრა გაიმართა

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ახალციხეში შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო სექტორთან და ახალგაზრდებთან გამართა.

ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ახალგაზრდებთან კი ამერიკის კუთხეში გაიმართა.

შეხვედრის წარმომადგენლებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც ქვეყანა ევროპისგან მიიღებს.

| Print |