საზოგადოება
Сокровища Рабата“ - გაიმართება თუ არა რუსული "ფორტ ბოიარდი" რაბათში?
„Сокровища Рабата“ – ბოლო დღეებია ამ სახელწოდების თამაშის შესახებ საინფორმაციო კამპანია რუსულ ენაზე მიმდინარეობს როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ „რაბათის განძი“ „ფორტ ბოიარდის“ ანალოგია, რომელიც ახალციხეში, რაბათის ციხეში მოეწყობა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხეში მოთამაშეებისა და ორგანიზატორების გარდა ვერავინ შევა.

„ახალციხის ციხეს ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი ზაფხულში სტუმრობს, თუმცა ყველა ასეთ მოგზაურს მოცდა მოუწევთ, სანამ თქვენ ციხის საგანძურს არ მოიპოვებთ“, – წერია 11 ივლისით დათარიღებულ პოსტში.
აღნიშნულზე ახალციხის ციხის დირექტორი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ სატესტო რეჟიმში მოწყობილი სივრცე იყო. რეალური თამაში ციხეზე არ გამართულა. არის თუ არა ორგანიზატორი კომპანია რუსული ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.
ახალციხის ციხის დირექტორის გიორგი ნათენაძის თქმით, აღნიშნული ვიდეო 2014-2017 წლებშია გადაღებული. მისივე თქმით, ადმინისტრაცია კვირაზე მეტია ცდილობს დაუკავშირდეს ორგანიზატორებს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა შპს "ქვევრიდან" მათ სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობს.

,,ამის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და თუ რუსული პროექტია და რუსულად უნდა იყოს გადაცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, მაგას არ დავეთანხმებით, არც ყოფილა მაგაზე ლაპარაკი, უბრალოდ ქირის და იჯარის თანხებზე იყო ლაპარაკი" - აცხადებს ციხის დირექტორი.
| Print |