საზოგადოება
მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა
მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.ინფორმაცია საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა დაადასტურა.

მამუკა ონაშვილი უკვე მეორე ადამიანია, რომელიც 30 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

მამუკა ონაშვილმა სოლო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ის იყო მუსიკალურ-გასართობი შოუ პროგრამების წამყვანი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე და აჭარის ტელევიზიაში.

2001 წლიდან მონაწილეობდა პროექტში-„იუმორინა“.

მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“.

გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი. მამუკა ონაშვილს მიღებული აქვს სხვადასხვა მუსიკალური ჯილდო.
| Print |