საზოგადოება
ჩაატარებს თუ არა რუსული კომპანია „ახალციხის ციხეზე“ „ფორტ რაბათს“?

ჩაატარებს თუ არა საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანია „ახალციხის ციხეზე“ რეალით შოუს „ფორტ რაბათს“? ციხის დირექტორი გიორგი ნათენაძე ირწმუნება, რომ თუ ჩატარდება კომპანიას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს.

"ფორტ ბოიარდის" ორგანიზატორი კომპანია „ქვევრი-ივენთი“ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიაა. იგი რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა საქართველოში. ამ ფაქტის გახმაურებას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რუსული კომპანიის მიერ რაბათის ციხეში დაანონსებულ თამაშებთან დაკავშირებით, 30 ივლისს საპროტესტო აქცია დაანონსდა.

აქცია რაბათის ციხეში 7 აგვისტოს, 14:00 საათზე უნდა გამართულიყო. რას აცხადებს ციხის დირექტორი და როგორია "ქვევრი ივენთის" წარმომადგენლის ელენა ნევრიუევას პოზიცია ნახეთ კომენტარები.
| Print |