საზოგადოება
"საჭმელში მოხვდა იმ ბავშვის ცხედრის ნარჩენები, რომელიც 08.08.08-ში მოკლეს" - კიბერთავდასხმა ბარზე
"გახსოვდეთ 08.08.08, გეშინოდეთ ჩვენი!", "საჭმელში მოხვდა იმ ბავშვის ცხედრის ნარჩენები, რომელიც 08.08.2008-ში მოკლეს..." - ამ და მსგავსი, მუქარის შემცველი ტექსტებით ესხმიან თავს "დედაენის ბარს" რუსი ინტერნეტმომხმარებლები.

ამის მიზეზი კი ბარის ანტისაოკუპაციო პოლიტიკაა, რომლის თანახმადაც, ბარში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებმა უნდა დაადასტურონ, რომ არასდროს მიუციათ ხმა პუტინისთვის, გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
| Print |