საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში დაანონსებული 10 მასშტაბური პროექტი ჯერ კიდევ განსახორციელებელია - კვლევა

სამცხე-ჯავახეთში, სხვადასხვა დროს, 10 მასშტაბური პროექტის განხორციელება დაანონსეს, თუმცა დღემდე არცერთი მათგანი არ გაუკეთებიათ. ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.

ამ პროქტების მოსამზადებლად ხელისუფლებამ 1,102,844 ლარის ღირებულების 14 სადოკუმენტაციო პაკეტი იყიდა, რომელთაგან 1,023,244 ლარი (92.7%) პირდაპირი შესყიდვის ფორმით, ასევე, ტენდერებში უკონკურენტოდ მოგებულ კომპანიებთან გაფორმდა.

დღეს ამ პროექტების განხორციელება რომ გადაწყვიტონ, შეძენილი დოკუმენტების ნაწილი გამოუსადეგარია, ნაწილს კი შეცვლა და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევა დასჭირდება.

რეგიონში გაჭიანურებულ პროექტებს შორისაა: ადიგენის კულტურის სახლი, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, მუზეუმის ფონდსაცავი ახალციხეში, „მწვანე ბაღი“ ახალციხეში, ახალციხის სამუსიკო სკოლა, რაბათის აბანოები, ვარძია-ხერთვისი-ოლოდა, სოფელი ჭაჭკარი, მესხური დარბაზები და ბორჯომის ისტორიული პარკი. ვრცლად იხილეთ ბმულზე.
| Print |