საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, 8 აგვისტოს, 08:00-დან 09:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |